ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კიოლნთან გასამართი შეხვედრის წინ, სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა:
'ჩვენ ამ საკითხს გუნდის შიგნით განვიხილავთ, მაგრამ თუ ახალი ფეხბურთელების დამატებას გადავწყვეტთ, ისინი გონივრულად და ეკონომიკურად უნდა მოვიყვანოთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ ვფლობთ ნავთობის ჭაბურღილებს', - განაცხადა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ბაიერნს გუნდის ორი წამყვანი მოთამაშე, ალფონსო დევისი და ლეონ გორეცკა გაურკვეველი დროით გამოაკლდა, აღნიშნული ფაქტი კი ახალი ფეხბურთელების მოყვანის ალბათობას ერთიორად ზრდის.