როგორც უკვე მოგახსენეთ, ქალაქ ციურიხში გამართულ ფიფას ყოველწლიური დაჯილდოებაზე, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ფეხბურთელებს ავლენენ, წლის საუკეთესო მეკარე ედუარდ მენდი გახდა.
მასთან ერთად ჯილდოსთვის ბაიერნის მეკარე, მანუელ ნოიერი და პსჟ-ს იტალიელი გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა იბრძოდნენ.
მენდის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდიც გამოეხმაურა, წარწერით: 'შენ ჩვენთვის ყოველთვის ნომერ პიველი იქნები მანუ!'