როგორც უკვე მოგახსენეთ, ქალაქ ციურიხში გამართულ ფიფას ყოველწლიურ დაჯილდოებაზე 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლევანდოვსკის ჰკითხეს, თუ რომელი ახალგაზრდა მოთამაშე მოახერხებს ბაიერნიდან ოდესმე აღნიშნული ჯილდოს მოგებას, რაზეც 33 წლის ფორვარდმა უპასუხა:
'ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომელთაც ერთ მშვენიერ დღეს აღნიშნული ტიტულის მოგება შუძლიათ. შენ ყოველ შეხვედრაში უდნა დაამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები და 100%-ით დაიხარჯო.
რომელიმე ერთი მათგანის გამოყოფა რთულია, რადგან ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შედეგს მიაღწევს გუნდი პარალელურად', - აღნიშნა ლევანდოვსკიმ.