დავიდ ალაბას მსგავსად - ბაიერნმა ზულეს 'დედლაინი' დაუწესა

დავიდ ალაბას მსგავსად - ბაიერნმა ზულეს 'დედლაინი' დაუწესა

მიუნხენის ბაიერნი გუნდის ცენტრალურ მცველ, ნიკლას ზულესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს.

როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ - ზულემ ბაიერნის პირვანდელი შეთავაზება უარით გაისტუმრა, მიუხედავად ამისა, ბავარიულ კლუბს იმედი აქვს, რომ 26 წლის მცველთან შეთანხმებას თებერვლის შუა რიცხვებამდე მიაღწევენ და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებენ.

თუ მოვლენები ამგვარად არ განვითარდება, ბაიერნი ფეხბურთელთან ყოველგვარ მოლაპარაკებას შეწყვეტს და მას სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებენ.

მსგავსი რამ მოხდა დავიდ ალაბას შემთხვევაშიც - ბაიერნმა ფეხბურთელთან მოლაპარაკებებისას პირველ ორ თვეში წარმატებას ვერ მიაღწია და ოფიციალურად განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა მაგიდიდან ყველანაირი შეთავაზება გაუქმებული იყო, საბოლოოდ ავსტრიელი მცველი რეალ მადრიდს შეუერთდა.

ცნობისთვის, ზულემ ბაიერნის მაისურით მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.


24-01-2022, 17:20
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 43 8 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0