მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, ჰერტასთან 4:1 გამარჯვების შემდეგ, ლევანდოვსკიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონელი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა:
'სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვებისგან. არსებობს ხალხი, რომელიც იმით კმაყოფილდება, რასაც ცხოვრებაში მიაღწია. თუმცა, ლევანდოვსკი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება.
ამიტომაც არის ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ყოველ წელს საუკეთესო თავდამსხმელიც ხდება', - განაცხადა ნაგელსმანმა.