ჰიონესი ახალ ცხოვრებას ვიწყებ

ჰიონესი ახალ ცხოვრებას ვიწყებ

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე პოსტიდან გადადგომა დაადასტურა და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა.

"ბოლო წლებში ამაზე ვფიქრობდი. ჩემი ცოლი საუზმის დროს სულ უფროდაუფრო ხშირად მეუბნებოდა, რომ ჩემთან ერთად მეტი დროის გატარება უნდა.

მინდოდა, რომ "ბაიერნი" კარგ მდგომარეობაში დამეტოვებინა. ამ კლუბთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიე. ბიზნესის ბოლო მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო იყო - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გასული სეზონის წარუმატებელი სტარტის მიუხედავად დორტმუნდის "ბორუსიას" დავეწიეთ და ბუნდესლიგა გერმანიის თასთან ერთად მოვიგეთ. არ მესმის ხალხი რატომ არ აფასებს ამას და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის გარშემო რატომ ტრიალებს.

მე და კალე რუმენიგეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხადია გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ყველაფერი ჯანსაღი კამათის ფარგლებში, კულისებს მიღმა, რჩებოდა და საბოლოოდ, კარგ შედეგს იღებდა. ვფიქრობ, დისკუსიებისა და დებატების კულტურა სავსებით მისაღები და ჯანსაღია. ეს გადაწყვეტილება ამის გამო არ მიმიღია.

პირველად 40 წლის განმავლობაში არ მექნება გეგმები, არ ვიგრძნობ პასუხისმგებლობას. ეს ჩემთვის რაღაც ახალია", - განაცხადა ულიმ.

ული "რეკორდმაისტერის" სამსახურში 1970 წლიდან იყო და პრეზიდენტის სკამს 2009 წლიდან იკავებდა. ნოემბერში კი კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.


31-08-2019, 02:53
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0