მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ივან პერიშიჩმა, გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის განვითარებზე გააკეთა კომენტარი.
"როდესაც იტალიაში ვიყავი ბუნდესლიგის ბევრ თამაშს ვუყურებდი და ვფიქრობ, რომ ჩემპიონატი წლიდან წლამდე უმჯობესდება, ვითარდება", - აღნიშნა 30 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა.
გამოცდილი ხორვატი გარემარბი 2011-13 წლებში დორტმუნდის "ბორუსიას", ხოლო 2013-15 წლებში "ვოლფსბურგის" ღირსებას იცავდა და გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობს.
2015 წლიდან კი პერიშიჩი მილანის "ინტერში" ირიცხებოდა და ამ ზაფხულს მიუნხენურ გრანდს იჯარის წესით შეუერთდა.
დაბრუნების შემდეგ ივანმა ბუნდესლიგაში უკვე გოლის გატანაც მოასწრო და საგოლე პასის გაკეთებაც.