მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, დაასახელა სპეციალისტი, რომელიც მომავალში "რეკორდმაისტერს" ჩაიბარებს.
"მარკო ვან ბომელი "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად? მიუნხენელებს ახლა მთავარი მწვრთნელი უკვე ჰყავთ, ამიტომ ეს საკითხი არ განიხილება.
მარკომ "ბაიერნის" მოთამაშის რანგში თავი კარგად წარმოაჩინა, ხელმძღვანელობა მას აფასებს. მას აქვს ხასიათი იმისათვის, რომ იყოს კარგი მთავარი მწვრთნელი.
ვფიქრობ, თუ მარკო განვითარებას გააგრძელებს, ის აუცილებლად დაბრუნდება მიუნხენში და ჩაიბარებს "ბაიერნს", - განაცხადა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".
მარკო ვან ბომელი მიუნხენური გრანდის ღირსებას 2006-11 წლებში იცავდა და ოლივერ კანის წასვლის შემდეგ 2008 წელს კაპიტნის სამკლაურიც მოირგო.
2018 წელს კი ვან ბომელმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და სათავეშო ჩაუდგა "პსვ-ს", რომელიც გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ ამსტერდამის "აიაქსს" სამი ქულით ჩამორჩა.