მოგეხსენებათ, გასულ კვირას მიუნხენის “ბაიერნთან” თომაშ მიულერმა და სვენ ულრაიხმა ახალი კონტრაქტები გააფორმეს.
როგორც კლუბის ხელმძღვანელი ჰერბერტ ჰაინერი იუწყება, მალე კონტრაქტს კიდევ 2 მოთამაშე გაახანგრძლივებს.
“მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მალე ბაიერნი კონტრაქტს 2 მოთამაშეს გაუზაბგრძლივებს.
ჩვენი მიზანია, რომ ნოიერსა და გნაბრის ისეთი პირობები შევთავაზოთ, რომ შევინარჩუნოთ და ასეც მოხდება”, - განაცხადა ჰაინერმა.