პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ “ბაიერნთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელმა ჰერბერტ ჰაინერმა გააკეთა.
“როგორც ვიცი, კანმა და სალიჰამიჯიჩმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ლევანდოვსკი გუნდში დარჩენილიყო.
მას კონტრაქტის გასახანგრძლივებლად სასურველი პირობებიც შესთავაზეს, თუმცა დარჩენა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა”, - განაცხადა ჰაინერმა.