მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ჯოშუა კიმიხმა რობერტ ლევანდოვსკის სიტუაციაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და კლუბს ტოვებს.
“რა თქმა უნდა, მისი შეცვლა ძალიან რთული იქნება, მაგრად თუ არ უნდა გუნდში დარჩენა, ვერაფერს გავაწყობთ.
რამდენიმე კვირის წინ რობერტს ვესაუბრე და ჯერ გადაწყვეტილი არაფერი ჰქონდა. კლუბმა მის შემცვლელზე უნდა იფიქროს”, - განაცხადა კიმიხმა.