კოვაჩმა ბაიერნს იოვიჩის ყიდვა მოთხოვა

კოვაჩმა ბაიერნს იოვიჩის ყიდვა მოთხოვა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, კლუბის ხელმძღვანელობას მომდევნო სეზონისთვის სერბი სუპერ-ტალანტის დამატება თხოვა.

გერმანული გამოცემა "SportBild" იტყობინება, რომ კოვაჩი "რეკორდმაისტერის" მესვეურებს ფრანკფურტის "აინტრახტის" ახალგაზრდა შემტევ ლუკა იოვიჩზე ესაუბრა და მისი შეძენა მოითხოვა.

21 წლის ლუკა იოვიჩს ნიკო კოვაჩი "აინტრახტიდან" იცნობს. 2017 წლის ზაფხულში ლუკა გერმანულ კლუბში სწორედ კოვაჩმა მიიწვია და ნდობა გამოუცხადა.

მიმდინარე სეზონში კი იოვიჩმა სერიოზული პროგრესი განიცადა და ამ ეტაპზე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია - 14 გოლი 20 თამაშში, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად - 28 თამაშში 19 ბურთი.

ლუკა იოვიჩს კატალონიის "ბარსელონაც" აკვირდება. 21 წლის სერბი ტალანტის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.


23-02-2019, 20:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0