დღეს, მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ზედიზედ მეათედ გაჩემპიონება ქალაქში გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა.
ზეიმის შემდეგ კომენტარი მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
"ძალიან ხნის ოცნება იყო, რომ ეს ტიტული მომეგო და დღეს აქ ვყოფილიყავი და ეს ოცნება ამიხდა.
დარწმუნებულები იყავით, შემდეგ წელსაც იგივე განმეორდება, უფრო დიდი შემართებით ვიქნებით და უფრო მეტ ტიტულს მოვიგებთ", - განაცხადა ნაგელსმანმა.