უკვე დიდი ხანია მიუნხენის “ბაიერნი” “ლივერპულის” შემტევის სადიო მანეს შეძენით ინტერესდება.
ყველაფერი კი სერჟ გნაბრიზეა დამოკიდებული. თუ გნაბრი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, “ბაიერნი” ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.
თავის მხრივ, მანე და მისი აგენტი “ლივერპულთან” კონტრაქტის დეტალებზე აწარმოებენ მოლაპარაკებას.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გუნდს რობერტ ლევანდოვსკიც დატოვებს.