ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მიუნხენის “ბაიერნი” რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.
გერმანული პრესა გვთავაზობს ჩამონათვალს, თუ რა პოზიციაზე სჭირდება გუნდს გაძლიერება.
პირველი რა თქმა უნდა ფორვარდის პოზიციაა, რადგან ლევანდოვსკი ზაფხულში მიდის.
გუნდს გაძლიერება სჭირდება მარჯვენა მცველის პოზიციაზე და ამ პოზიციაზე მალე მაზრაუი მოვა.
საუბარია 6 ნომრის, ანუ ჩამშლელისა და ცენტრალური მცველის ადგილებზეც.
გერმანელები თვლიან, რომ ცენტრალურ დაცვაში “ბაიერნს” 2 ფეხბურთელის მოყვანა სჭირდება.