უკვე დიდი ხანია იწერება, რომ კატალონიის “ბარსელონა” რობერტ ლევანდოვსკის შეძენით აქტიურად ინტერესდება.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელის შეძენით კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა.
ლევანდოვსკის შეძენა ლონდონის “ჩელსისაც” სურს და არისტოკრატები ტრანსფერში უკვე ჩაერთნენ.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის ზაფხულში “ბაიერნიდან” წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.