რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ ტრანსფერის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელები ერთმანეთს ამ კვირაში შეხვდებიან.
შეხვედრის მიზანი სატრანსფერო ფასია. “ბაიერნმა” უნდა დაასახელოს საწყისი თანხა, რამდენს ითხოვს ლევანდოვსკის სანაცვლოდ.
წინასწარი ინფორმაციით, რეკორდმაისტერი პოლონელის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონს ითხოვს.