ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მიუნხენის “ბაიერნი” საშა კალიჟიჩის შეძენით ინტერესდება.
ამასთან დაკავშირებით ავსტრიელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
“რამდენიმე დღეში შტუტგარდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მაქვს და კონტრაქტის დეტალებზე უნდა ვისაუბროთ, ამის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი.
ისე კი, ბაიერნიდან ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა და საუბარიც არ მქონია”, - განაცხადა ფეხბურთელმა.