ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ “ბაიერნი” ლევანდოვსკის ამ ზაფხულში გაყიდის.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის ხელმძღვანელმა ჰერბერტ ჰაინერმა გააკეთა.
“ვინ თქვა, რომ ლევანდოვსკის ვყიდით? მას გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.
ჩვენ გუნდში მისი შემცვლელი გვჭირდება, ვინც გოლეადორი გახდება, ასეთი კი არ ჩანს”, - განაცხადა ჰაინერმა.