ჰერნერტ ჰაინერმა მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი კრიტიკოსებისგან დაიცვა.
სალიჰამიჯიჩს რეკორდმაისტერის გულშემატკივარი არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.
"ვერ ვხვდები, რატომ არის მის მიმართ ასეთი კრიტიკა, როცა ბაიერნი ყოველ წელს ამდენ ტიტულს იგებს.
როცა გუნდი აგებს, ყველაფერი მას ბრალდება და როცა ბუნდესლიგას ზედიზედ 10 წელია ვიგებთ, ყველაფერი მხოლოდ ფეხბურელების და მწვრთნელის დამსახურებაა?", - განაცხადა ჰაინერმა.