ყოველი თვის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" გამოკითხვის შედეგად კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.
აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი 19 წლის შემტევი ჯამალ მუსიალა გახდა.
მუსიალამ გასულ თვეს ბუნდესლიგაში სულ 4 შეხედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
მან გულშემატკივრებისგან ხმების 30% მიიღო, მეორე ადგილზე ლევანდოვსკი გავიდა - 19%, მესამეზე კი თომაშ მიულერი - 15%.