გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში მიუნხენის "ბაიერნის" 8 ფეხბურთელი მოხვდა.
მანუელ ნოიერი, ნიკლას სულე, სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, ჯოშუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, თომაშ მიულერი და ლეროი სანე ნაკრებს დახემარებიან.
გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის 4 მატჩს ივნისის თვეში გამართავს. მათი მეტოქეები იტალიის, ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებები იქნებიან.