მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურადაა დაინტერესებული "ლაიფციგის" ავსტრიელი ნახევარმცველის კორნად ლაიმერს შეძენით.
ცნობილია ფეხბურთელის პოზიციაც - ლაიმერის ოცნება ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშია და მისთვის უმჯობესი იქნება, თუ ამ ლიგაში წავა.
არადა, "ლაიფციგი" მზადა, რომ ზაფხულში ლაიმერი მინიმუმ 20 მილიონ ევროდ გაყიდოს.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ავსტრიელმა ბუნდესლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.