უკვე დიდი ხანია იწერება, რომ მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურადაა დაინტერესებული "შტუტგარდის" ფორვარდის საშა კალაჟიჩის შეძენით.
რეკორდმაისტერი 24 წლის ავსტრიელს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს.
ცნობილია, რომ "შტუტგარდი" თავისი ლიდერის სანაცვლოდ მიმინუმ 25 მილიონს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაყიდვას არ აპირებს.
თავის მხრივ, "ბაიერნი" მის ნაცვლად 20 მილიონის გადახდას აპირებდა, თუმცა თუ "ბაიერნს" კალიჟიჩის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს, თანხის დამატება მოუწევს.