მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი მანუელ ნოიერი ამ სეზონს აფასებს და გუნდის თამაშით კმაყოფილია.
“2011 წელს, როცა აქ მოვედი, ჩემი მიზანი რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება იყო და ეს გავაკეთე.
თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგას ზედიზედ 10-ჯერ მოვიგებდი.
ამით დასრულებას არ ვაპირებ და რა თქმა უნდა, მიზანი მე-11 ბუნდესლიგის მოგებაა”, - განაცხადა ნოიერმა.