გერმანიის სუპერთასზე ერთმანეთს ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის გამარჯვებულები ხვდებიან.
შესაბამისად, წელს სუპერთასს ერთმანეთში მიუნხენის “ბაიერნი” და “ლაიფციგი” გაითამაშებენ.
ცნობილია, რომ შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება და მას “ლაიფციგის” სტადიონი “რედ ბულ არენა” უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერს ეს ტიტული 9-ჯერ აქვს მოგებული.