მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგ ფეხბურთელმა ბენჟამინ პავარს კლუბში ფრანგი მოთამაშეების შესახებ ჰკითხეს.
მოგეხსენებათ, ამჟამად რეკორდმაისტერის რიგებში ერთბაშად 6 ფრანგი ფეხბურთელი ირიცხება.
"ერთმანეთთან ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს, ერთმანეთს ვავსებთ და კარგად ვუგებთ, თითქმის სულ ერთად ვართ. უბრალოდ, ერთი ისაა, რომ აქ ყველა ფრანგ მოთამაშეს თავისი გოგო ჰყავს, მე კი არა.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, ბაიერნში თამაშით ბედნიერი ვარ, კლუბთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს და წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა პავარმა.