ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ "ბაიერნი" აქტიურადაა დაინტერესებული "ლივერპულის" შემტევის სადიო მანეს შეძენით.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი რეკორდმაისტერის ლიდერმა თომას მიულერმა გააკეთა.
"რა თქმა უნდა, მანე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ფუფუნებაა.
თუმცა ჩვენ თუ ყველა ის სატრანსფერი ჭორი განვახორციელეთ, რაც იწერება, ბოლოს გუნდში 45 ფეხბურთელზე მეტი გვეყოლება", - განაცხადა მიულერმა.