მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთმა ლიდერმა თომაშ მიულერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის პროგნოზი გააკეთა.
28 მაისს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "რეალი" დაუპირისპირდებიან.
"ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ლივერპული უკეთესი გუნდია, თუმცა რაც რეალმა წინა მატჩებში გააკეთა, საოცრებაა.
ჩემი აზრით, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდება და პენალტებში ლივერპული მოიგებს", - განაცხადა მიულერმა.