გავლენიანი გერმანული გამოცემები იტყობინებიან, რომ "ლივერპულის" შემტევი სადიო მანე ძალიან ახლოსაა "ბაიერნში" გადასვლასთან.
კლუბის ხელმძღვანელი ჰასან სალიჰამიჟიჩი და ფეხბურთელის აგენტი ერთმანეთს შეხვდნენ და კონტრაქტის დეტალებზე ილაპარაკეს.
თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, მანე "ბაიერნთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.
შეგახსენებთ, რომ გრევენბერხისა და მაზრაუის სახით "ბაიერნმა" 2 ტრანსფერი უკვე დაადასტურა.