აქტიურად იწერება, რომ სენეგალელი ფეხბურთელის სადიო მანეს “ბაიერნში” გადასვლის ალბათობა დიდია.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.
“მანეს საკმაოდ მძიმე და დამღლელი სეზონი ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრობს.
ბევრი ჭორი იწერება მისი ბაიერნში შესაძლო გადასვლაზე. ჭორები კი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის, პრიორიტეტი კონკრეტულ თამაშებზე ფიქრია”, - განაცხადა კლოპმა.