მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მეკარე ალექსანდერ ნუბელი მისთვის 3 გამორჩეულ მეკარეს ასახელებს.
მოგეხსენებათ, ნუბელი ამჟამად "მონაკოშია" განათხოვრებული და საკმაოდ კარგი სეზონიც ჰქონდა.
"ტერ-შტეგენის თამაში ძალიან მომწონს, ის გამორჩეულია, ნოიერი თამაშის წაკითხვაში კი უბადლოა.
გამოვარჩევდი ტიბო კურტუასაც, კარის ხაზზე ის შეუდარებელია. ეს 3 მეკარე ჩემთვის საუკეთესოა", - განაცხადა ნუბელმა.