დღეს, დადასტურდა, რომ სენეგალელი შემტევი სადიო მანე მომავალ სეზონში "ლივერპულში" აღარ ითამაშებს.
უკვე დიდი ხანია ისიც იწერება, რომ მანეს შეძენით აქტიურად მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება.
გერმანული მედიის ინფორმაციით, მანეს რეკორდმაისტერში გადასვლის შანსი 70%-ია და სალიჰამიჯიჩი აქტიურად მუშაობს, რომ ტრანსფერი დაიხუროს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მსურველს, "ბაიერნს" მანეს ყიდვაში "პსჟ" ეცილება.