მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ ოლივერ კანმა გააკეთა.
"არ მესმის, რატომ მიიღო ლევანდოვსკიმ ასეთი გადაწყვეტილება. სახალხოდ ამ ყველაფრის თქმა საჭირო არ იყო.
ლევანდოვსკი აქ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი 2-ჯერ გახდა. ის უნდა ხვდებოდეს, რას ნიშნავს ბაიერნისთვის და პირიქით", - განაცხადა კანმა.