პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი ცეზარი კუჩარსკი ბოლო პერიოდის ამბებს ეხმაურება.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის "ბაიერნიდან" წასვლა სურს, მასკი გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
"ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლა უნდა და ამას საჯაროდ ამბობს - ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა დაიტოვოს ბაიერნმა ის?
ასე იყო დორტმუნდშიც, როცა კიდეც ერთი ზედმეტი წელი დარჩა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა იყო და მაინც კარგი სეზონი ჩაატარა, ახლა კი გამოცდილი და იცის, რა უნდა",- განაცხადა ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა.