როგორც მოგეხსენებათ, სენეგალელმა ფეხბურთელმა სადიო მანემ დაადასტურა, რომ "ლივერპულს" დატოვებს.
მისი შეძენით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, ყველაზე დიდ ინტერესს კი მიუნხენის "ბაიერნი' იჩენს.
რეკორდმაისტერის ხელძღვანელობა ტრანსფერის უახლოეს დღეებში დახურვას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ მანე დაითანხმოს, რადგან შემოთავაზებები სხვა კლუბებიდანაც სარფიანი აქვს.
წინასწარი ინფორმაციით, "ბაიერნმა" მანეს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.