უკვე დიდი ხანია, მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად ინტერესდება "ლაიფციგის" ფეხბურთელის კონრად ლაიმერის შეძენით.
თუმცა რა თქმა უნდა, გერმანიის თასის მოქმედი გამარჯვებულები მათ ლიდერს მარტივად არ თმობენ.
როგორც ცნობილია, ლაიმერის სანაცვლოდ "ლაიფციგი" მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
გასულ სეზონში ლაიმერმა "ლაიფციგის" მაისურით 26 მატცი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.