მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი თომაშ მიულერი რობერტ ლევანდოვსკის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს ეხმაურება.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკიმ "ბაიერნიდან" წასვლა გადაწყვიტა და სავარაუდოდ, "ბარსელონას" მიაშურებს.
"რა თქმა უნდა, ჩემი დიდი ხნის გამორჩეული შემტევი პარტნიორის გუნდში დარჩენა ძალიან მინდა.
მას ბაიერნთან კონტრაქტი აქვს და ამჟამად ჩვენს გუნდში ირიცხება, რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით", - განაცხადა მიულერმა.