როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ტოლისომ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.
ამის მიზეზებზე ტოლისომ თავად ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელი ტრავმებმა შეუშალა.
"ნაგელსმანს ჩემს მიმართ დიდი სიმპათიები ჰქონდა, შემდეგ ტრავმა მიიღე და აქედან დაიწყო ყველაფერი, რაც ლოგიკურია.
ტრავმის შემდეგ, სათანადო კონდიციებში ვერ ჩავდექი და ამიტომ გადაწყდა, რომ გუნდიდან უნდა წავიდე.
აქ გატარებული პერიოდი კი ჩემს კარიერაში ყოველთვის საუკეთესოდ დარჩება', -განაცხადა ტოლისომ.