მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი ბენჟამინ პავარი საფრანგეთის ნაკრებთან ერთადაა და მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ემზადება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე პავარს თავის საკლუბო კარიერის მომავალზე ჰკითხეს.
"ბაიერნთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, ამ გუნდში თამაშით კმაყოფილი ვარ და წასვლა არ განიხილება.
თუმცა ყველაფერი ხდება, შეიძლება უცებ სიტუაცია შეიცვალოს, ამიტომ ჯერ ამაზე არ ვფიქრობ", - განაცხადა პავარმა.