უკვე დიდი ხანია, მიუნხენის "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებაშია, როცა პოლონელმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.
მისი შემცვლელის რამდენიმე ვარინტი განიხილება, ერთ-ერთი კი "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენია.
მიუნხენელები უახლოეს დღეებში "ნაპოლისთან" მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ.
თავის მხრივ, ცნობილია "ნაპოლის" პოზიციაც. იტალიური კლუბი მის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს ითხოვს.