მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს "ლივერპულის" სენეგალელ შემტევ სადიო მანესთან.
მოგეხსენებათ, მანეს მერსესაიდული კლუბიდან წასვლა უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს.
ამ ტრანსფერში აქტიურადაა ჩართული რეკორდმაისტერის ხელმძღვანელი ჰასან სალიჰამიჯიჩი.
ცნობილია, რომ ტრანსფერის შემთხვევაში მანე კლუბისგან წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი იქნება გერმანიაში.