თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლევანდოვსკი “ბაიერნს” დატოვებს, განიხილება სერჟ გნაბრის წასვლაც.
“ბაიერნის” ლიდერების მომავალზე კომენტარი ჯოშუა კიმიხმა გააკეთა.
“მის მომავალზე ბევრს საუბრობენ, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, კლუბი და ფეხბურთელი უნდა შეთანხმდნენ, ლევანდოვსკი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
გნაბრი ჩემი საუკეთესო მეგობარია და რა თქმა უნდა, მინდა დარჩეს. იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა კიმიხმა.