მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი თავის ტრანსფერზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.
“გასაგებია, რომ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაწვს, მაგრამ მათ გაშვება ვთხოვე, ეს კი ორივე მხარისთვის კარგი ვარიანტია.
ბაიერნი ფულს აიღებს და სხვა ფეხბურთელს იყიდის, მე კი ახალ გამოწვევებს მივიღებ.
არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ მტრები ვართ, ხშირად მედიაში ინფორმაცია არასწორი სახით გადაიცემა”, - განაცხადა ლევანდოვსკიმ.