ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" ლევანდოვსკის შემცვლელად ჰარი კეინს განიხილავს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ინგლისელი ფეხბურთელის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა და ინფორმაცია უარყო.
"კეინი ბაიერნში? ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ამ კლუბთან საუბარი არასდროს არ გვქონია", - განაცხადა კეინის მხარემ.
შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერი ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებაშია, კიდევ ერთი ვარიანტი კი საშა კალიჟიჩია.