"ლივერპულს" აფრიკელი შემტევის სადიო მანეს "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე უკვე ბევრი იწერება.
ამ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალიუ სისემ გააკეთა.
"ბაიერნი უკვე წლებია გერმანული ფეხბურთის სახეა. ვფიქრობ, ეს ის კლუბია, სადაც მანე თავს საუკეთესოდ იგრძნობს.
ის ავსტრიაში თამაშობდა, გერმანიის მოსაზღვრე ქვეყანაში და ადაპტაციის გავლა საერთოდ არ დასჭირდება", - განაცხადა სენეგალელთა თავკაცმა.