მაშინ, როცა რობერტ ლევანდოვსკის ერთი სული აქვს "ბაიერნიდან" როდის წავა, კლუბს ამასთან დაკავშირებით სხვა შეხედულება აქვს.
პოლონელი ფორვარდის მომავალზე კომენტარს "ბაიერნის" ხელმძღვანელი ჰასან სალიჰამიჯიჩი აკეთებს.
"ლევანდოვსკის გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს, ის აქ ყოფნით ბედნიერია და ვიცით, რა სჭირდება მას", - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
არადა, ლევანდოვსკის "ბარსელონაში" თამაში სურს და დიდია ალბათობა, ტრანსფერი ამ ზაფხულსვე განხორციელდეს.