დიდია ალბათობა, რომ მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" შემტევი სადიო მანე "ბაიერნში" ითამაშებს.
ცნობილმა საფეხბურთო მიმომხილველმა ფაბრიციო რომანომ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"მანეს ბაიერნში ტრანსფერი მალე უნდა დაიხუროს. პერსონალური დეტალები უკვე შეთანხმებულია, ჯერი კლუბებზეა.
მანეს ლივერპულის დატოვება სურს, ლივერპულში კი კარიერას ნუნიეში გააგრძელებს", - წერს რომანო.