ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერლინგ ჰალანდი "მანჩესტერ სიტიში" ითამაშებს, ლევანდოვსკი კი "ბარსელონაში" გადასვლას უახლოვდება.
ამ ტრანსფერებს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გამოეხმაურა.
"ასეთი დონის ფეხბურთელები ჩემპიონატში საჭიროა, თუმცა მეორეს მხრივ, ლევანდოვსკის და ჰალანდის წასვლა კარგიცაა.
ჩემპიონატში ახალგაზრდა ფორვარდებს თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. პერსპექტიული ფორვარდი კი ბევრი გვყავს", - განაცხადა ფლიკმა.