მიუნხენის “ბაიერნის” შემტევს რობერტ ლევანდოვსკის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.
ბრიტანული მედიის ცნობით, ლევანდოვსკი ლონდონის “ჩელსის” სატრანსფერო სიაშია.
მოგეხსენებათ, პოლონელი ფორვარდი აქტიურ მოლაპარაკებებს “ბარსელონასთან” აწარმოებს.
“ბაიერნი” კი მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს ითხოვს.